საქალაქო სასამართლომ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს ჩაინიშნა.
ყიფიანს განზრახ მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეკვეთის ბრალი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წაუყენეს.
ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 25 ივნისს დააკავეს. ის უკრაინიდან გამოადეპორტეს.