
ურეკში, პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლო იმსჯელებს.
პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილს ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ადვოკატმა მამუკა ზოიძემ განაცხდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
შსს-მ 13 პირი თავდაპირველად 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, რაც და 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.