არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ირანელი ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
საქმე ეხება, პროკურატურის მხრიდან ძებნილად გამოცხადებულ ბიზნესმენ ფურიე ნაიების, რომელიც "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა და კონკრეტული ფაქტები მოუყვა.
ბიზნესმენმა თქვა, რომ წლების წინ მას ღარიბაშვილის გარემოცვამ დაათმობინა ბიზნესები, მისი "დამუშავება" კი მოდულის შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
"ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და გამოძიების პროცესში ეს უკვე კერძო პირის თავმოყვარეობის საქმეა, ასეთი მძიმე გამოძიების ფონზე, აქვს თუ არა მას მორალური უფლება ხელისუფლებაში იყოს.
ეს არ იქნება ერთადერთი შემთხვევა, ეს არის შემთხვევა, როცა კონკრეტულმა ბიზნესმენსმა გააცხადა და ამის შესახებ ილაპარაკა, მაგრამ კიდე კულუარებში რამდენი მსგავსი ფაქტია.
როდესაც ასე თამამად ექცევი საკმაოდ სოლიდური ინვესტიციის შემომტანს, სხვა ადამიანთან მიმართებით რა პროცესები შეიძლება განხორციელებულიყო, ჩვენ ეს არ ვიცით",- ამბობს ქეთევან ენუქიძე, "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი
კიდევ ერთი ბრალდება, რომელშიც ირანელი ბიზნესმენი პრემიერმინისტრს ადანაშაულებს, 20 მილიონის გაქრობას ეხება.
მისი თქმით, წლების წინ, ირანულმა ჯგუფმა სასტუმრო "შერტონის" შესაძენად არაბულ კომპანიას, "ბეს" სახით თანხის ნაწილი, 20 მილიონი დოლარი გადაუხადა, არაბულმა ჰოლდინგმა გაყიდვა გადაიფიქრა, მაგრამ 20 მილიონი მისთვის აღარავის დაუბრუნებია.