18 მაისს დაგეგმილ პროცესზე, ადვოკატები გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი კვლავ ციხეში რჩება. გამოგონილი ბრალდებით დაჭერილი გიორგი რურუას გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა პრეზიდენტის შეწყალება მას ვერ შეეხებოდა იქიდანგამომდინარე, რომ უგულავასა და ოქრუაშვილისგან განსხვავებით, მას ბრალდებულის სტატუსი აქვს და არა მსჯავრდებულის. 

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ორშაბათსაა ჩანიშნული. სხდომაზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლებისა და აღკვეთის ღონისძიების მოხსნის შუამდგომლობის დაყენებას დისტანციურად აპირებს. 

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი