ჩამოწერილი ჯარიმები | 23:00 საათის შემდეგ სახლიდან გამოსვლა გვეკრძალება, თუმცა თუ გამოვალთ, ჯარიმა გაგვიუქმდება

გამოქვეყნდა:

ასეულობით ათასი მოქალაქე ბედნიერია, რომ პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდა ან სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს. მაგრამ რა დააშავეს მათ, ვინც დაკისრებული ჯარიმა დროულად და პატიოსნად გადაიხადა? ისე გამოვიდა, რომ ვინც უფრო პატიოსნად მოიქცა, ის უფრო დაიჩაგრა. არადა, პირიქით უნდა იყოს.

სამართლიანი იქნებოდა, თუ მათაც დაუბრუნებდნენ გადახდილ თანხებს. ეს მომავალზეც არ აისახება კარგად - ინფექციონისტები არ მალავენ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, წლის ბოლოს მოგველის ეპიდემიის მეოთხე ტალღა.

და როდესაც ხელისუფლებას ისევ მოუწევს მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ვინღა დაიცავს რეგულაციებს, როდესაც ჯარიმების აღარავის შეეშინდება? როდესაც მოქალაქეებმა ნახეს, რომ ჯარიმის გადამხდელი უფრო წამგებიან მდგომარეობაში ექცევა, ვიდრე არ-გადამხდელი...

მომდევნო ამნისტიის იმედით და მოლოდინით, ადამიანები უკვე ბევრად უფრო თავისუფლად დაიკიდებენ ფეხზე შეზღუდვებს და დაარღვევენ მათ, რამდენი ჯარიმაც არ უნდა უწერო. მაინც არ გადაიხდიან და... დაელოდებიან, რომ რომელიმე არჩევნების წინ მათ ისევ აპატიებენ. 

გურანდა ავალიანის სიუჟეტი - "გაუქმებული ჯარიმები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი