
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაგებში საბაგრიოს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი - ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევი თ.კ. - ა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან - ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.