ტიკარაძე ისევ ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს როდის შემოვა "ასტრაზენეკას" 43 000 დოზა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ისევ ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს როდის შემოვა "ასტრაზენეკას" 43 000 დოზა საქართველოში. მისი თქმით, ჯერ ისევ მოლაპარაკების პროცესში არიან.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე, "კოვაქსთან" არის მჭიდრო კომუნიკაცია იუნისეფის დახმარებით, რათა ის კუთვნილი დოზა, 43 000 რომელიც საქართველოს უნდა მოეღო დროულად მოხდეს მისი მოწოდება და ეს მოლაპარაკებები, სამწუხაროდ, ჯერ პროცესშია და მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს თუ როდის მივიღებთ ჩვენ იმ დამატებით დოზებს, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია და დასკვნის დადების შემდეგ უწყება "დაკარგულ დოზებთან" დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად გააცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი