კლანი დიპლომატების წინააღმდეგ | "ოცნება" თანახმაა, დაიწყოს გასაუბრებები უზენაესში განსამწესებელ კანდიდატებთან

გამოქვეყნდა:

ბიუროს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, სასამართლო კლანის მიზანი მიღწეულია - პარლამენტში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ 9 მოსამართლესთან გასაუბრება დაიწყება. სასამართლო კორპუსმა გუშინდელ შეკრებაზე სტრატეგიული პარტნიორები სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულეს.

მოსამართლეთა შეხვედრაზე გახმოვანებული მკაცრი განცხადებების შემდეგ, მოსამართლეებმა დღეს უკვე ოფიციალური მიმართვაც გაავრცელეს, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორების მისამართით ამჯერად ტონი შერბილებულია. მოსამართლეები მმართველობის კლანური ფორმის გამო მათი მისამართით გახმოვანებულ კრიტიკას საბჭოური მეთოდებით ბრძოლასთან აიგივებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ ამ გზავნილებით სასამართლო კლანმა თავისი ძალა აჩვენა და საკანონმდებლო ორგანოზე გარკვეულწილად ზეწოლის მოხდენა სცადა.

კლანურ მმართველობას კი ოპოზიცია სანქციებს უპირისპირებს. ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორები უკვე აქტიურად განიხილავენ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფისთვის სანქციების დაწესებას.

სტრატეგიული პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, რამდენად შეძლებს სასამართლოში არსებული კლანი მესამე ინსტანციაში პოზიციების გამყარებას, ამის პროგნოზირება რთულია. თუმცა, 19 აპრილის შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უზენაეს სასამართლოში უნდა შეჩერდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი