1-ლი ივლისიდან ავსტრიის რესპუბლიკაში შესვლის წესები მარტივდება. მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ავსტრიაში მოგზაურობას, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებენ.

შემსუბუქებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ, ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან ცნობას კორონავირუსის გადატანის შესახებ ან ტესტირების პასუხს.

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ - PCR ტესტი (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10-დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია 5 დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდტესტის წარდგენით.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი არ ეხებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდვაქცინით სრულად აცრილები იქნებიან. (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ასევე ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისათვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს.

PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 10 წლის ასაკიდან.

ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული Covid-ის ვაქცინა (ავსტრია აღიარებს WHO-ს მიერ რეკომენდირებულ შემდეგ ვაქცინებს - BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP- CorV – Sinopharm, Sinovac) და მათზე მოქმედებს შემდეგი წესები:

პირი ვაქცინირებულად ითვლება:

  • ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 22-ე დღიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში;
  •  ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში; (ჯამში პირი ვაქცინირებულად ითვლება 9 თვის განმავლობაში, პირველი აცრის გაკეთებიდან).
  • პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში.
  •  ხოლო, ის ადამიანები რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად ითვლებიან აცრის დღიდან 9 თვის განმავლობაში.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი