ვგმობთ, ლუკაშენკოს დიქტატურის საპასუხო ქმედებებს - ბორელი

გამოქვეყნდა:

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ ევროპელ ჩინოსნებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მინსკისთვის სანქციების დაწესებაში. ლუკაშენკოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა:

"ევროკავშირმა დააწესა სანქციები ძირითადი უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევისთვის, ასევე ძალადობრივი რეპრესიებისთვის. ჩვენ ვგმობთ ლუკაშენკოს დიქტატურის საპასუხო ქმედებებს, რომლებსაც არ აქვთ კანონიერება და მიზეზი. ევროკავშირი დგას ბელარუსი ხალხის გვერდით, რომელიც იმსახურებს უკეთესს, ვიდრე ის, რაც აქვს",- განაცხადა ბორელმა სოციალური ქსელის საშუალებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი