მალავენ რადგან ქურდს ქუდი ეწვის - უგულავას პროცესზე გავაშელიშვილი არ გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. პროცესზე გამოსაკითხი "ნაცემი ძიუდოსტი" ბადრი გავაშელიშვილი არ მისულა. პროკურატურამ თქვა, რომ ის დასავლეთ საქართველოშია, თუმცა თავად მოწმემ თქვა, რომ ის კახეთში გასვენებაში იმყოფება.

პროცესი მოსამართლემ 2 ივლისს 15:00 საათისთვის გადადო.

"ეს რასაც ეხლა სასამართლო აკეთებს, პროკურატურა აკეთებს და მართლმსაჯულება აკეთებს, ეს წარმოაჩენს ზუსტად. მთელი სისტემა მომართულია იქითკენ როგორ დამალონ გავაშელიშვილი. [...] ჩვეულებრივი თაღლითია ეს გავაშელიშვილი, თაღლითებს ემსახურება მოსამართლის და პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა, ბარონ მიუნ ჰაუზენივით თავს ვერ ამოყოფს ჭაობიდან, ჭაობაშია ეს სისტემა", - თქვა გიგი უგულავამ. 

მისი თქმით, მალავენ, რადგან "ქურდს ქუდი" ეწვის და ის სინამდვილეში თავდამსხმელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი