იმ მოცემულობაში, როცა ამდენი გამოწვევაა, არ იყო აუცილებლობა - ზარქუა პრაიდზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, პრაიდის კვირეულის მოწყობა აუცილებელი არ არის. ზარქუას თქმით, პროცესში ჩართულმა ყველა პირმა, კონსტიტუციის უფლებები უნდა დაიცვას.

ასევე როგორც ზარქუამ აღნიშნა, კონსტიტუციით გამოხატვის უფლება ყველას აქვს და სახელმწიფო კონსტიტუციას დაიცავს.

"იმ მოცემულობაში, როცა ამდენი გამოწვევაა, როცა 17 მაისს იყო ჩანიშნული და შემდეგ მოხდა და თვითონ გადადეს, ამის შემდეგ მთელი კვირეული პრაიდის, მე თუ მკითხავთ, არ იყო ამის აუცილებლობა მთელი კვირა და რაღაცების მოწყობა. დანარჩენი, კონსტიტუცია იძლევა ამის საშუალებას და ჩვენ კონსტიტუციას დავიცავთ",- თქვა ირაკლი ზარქუამ.

1-დან 5 ივლისის ჩათვლით ქვეყანაში თბილისი პრაიდის კვირეული იქნება, 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები პრაიდის ჩაშლით იმუქრებიან.  ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი