"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანობა და საერთო კანდიდატის დაყენება მნიშვნელოვანია.
ხაბეიშვილის თქმით, მერობის კანდიდატებზე საზოგადოება ინფორმაციას მას შემდეგ მიიღებს, რაც პარტიის შიგნით და პარტიის გარეთ კონსულტაციები დასრულდება.
"ჩვენი საერთო პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი ერთიანობა, საერთო ოპოზიციური ფრონტის გახსნა და ამისთვის ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს. მას შემდეგ, რაც პარტიის შიგნით და პარტიის გარეთ, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციები დასრულდება, ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს, ყველა იმ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც ამა თუ იმ ქალაქში გვეყოლება",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება მმართვე გუნდს, პარტიაში ამბობენ, რომ ერთადერთ კანდიდატად კახა კალაძეს განიხილავენ, თუმცა ოფიციალური განცხადება კალაძეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ამავე თემაზე: