პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებას მომდევნო კვირაში დაიწყებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, პარასკევს, 2 ივლისს განისაზღვრება გასაუბრებების გრაფიკიც.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა პროფესიულ საზოგადოებას. ეს პროცესი წარიმართება პარლამეტის წევრების აქტიური ჩართულობით და იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას ყველა გამოიყენებს", - ამბობს ოხანაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციური პარტიების წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი პროცესის შეჩერებას მოითხოვენ - მიიჩნევენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება.
მმართველ გუნდს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ ელჩებიც. თუმცა, მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. სწორედ, მათ შესახებ მსჯელობდნენ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზეც.
იხილეთ ასევე: