არსებული რესურსით ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული რესურსით საქართველოს დღეში 17 000 ადამიანის აცრა შეუძლია. ამ თემაზე მან კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო 3 თვის მანძილზე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს", - თქვა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა და 281 ამცრელთა ბრიგადა. მისივე განმარტებით, თითოეულ ბრიგადის გამტარუნარიანობა  60 პაციენტია 8 საათიანი გრაფიკით, თუმცა კლინიკების მხრიდან მიიღეს მზაობა, გაზარდონ გამტარუნარიანობა და სამუშაო საათები გაიზარდოს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი