ზესტაფონში მომხდარ მკვლელობაში პოლიციელი ფიგურირებს - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ზესტაფონში მომხდარ მკვლელობაში პოლიციელი ფიგურირებს - არსებული ინფორმაციით, პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა 31 წლის მამაკაცი  ტაბელური იარაღიდან გასროლით მოკლა.

თვითმხილველები "მთავართან" საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, იარაღის გასროლამდე კი რამდენიმე საათის განმავლობაში მათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ხმა ესმოდათ. 

გულის არეში დაჭრილი ვანო ბანთაცაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ზესტაფონის ფერომედში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით პაციენტი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 2 მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი