EU-მ სომხეთი და აზერბაიჯანი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ, 2-კვირაში ერთხელ ახლდება.  

30 ივნისის გადაწყვეტილებით, ჩამონათვალს სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა,  ბოსნია და ჰერცოგოვინა - სულ 11 ქვეყანა დაემატა. ეს  ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ამ სიაში ჯერჯერობით ვერ ხვდება საქართველო, რომელიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ევროკავშირმა გასული წლის ოქტომბერში ამოიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი