ჩვენ ნამდვილად არ ვართ ერთი ხალხი - ზელენსკის პასუხი პუტინის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: "მჯერა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი ვართ".

ზელენსკის თქმით, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არ არიან. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ინტერფაქს-უკრაინასთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გაწყდა, რაც 2014 წელს რუსეთმა ჯერ ყირიმის ანექსია, შემდეგ კი უკრაინის ტერიტორია უკანონო რეფერენდუმის გზით მიიერთა.

ზელენსკის თქმით, შეუძლებელია ერთდროულად "ერთ ხალხზე საუბარი" და ტერიტორიების დაპყრობა.

"ჩვენ ნამდვილად არ ვართ ერთი ხალხი. ასე რომ, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ გვაქვს ისტორიის, მეხსიერების, სამეზობლოების, ნათესავების, ფაშიზმზე საერთო გამარჯვების და საერთო ტრაგედიების საერთო ნაწილი. დიახ, ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გვახსოვს. და, ალბათ, ჩვენ საერთო რამეები გვექნება მომავალში, თუ გვიანი არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის სრული განხეთქილების შეჩერება. მაგრამ ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი ხალხი არ ვართ. ერთი ხალხი რომ ვიყოთ  

მოსკოვში, სავარაუდოდ, ჰრივნა იქნეობდა მიმოქცევაში და ყვითელ-ლურჯი დროშა იფრიალებდა სახელმწიფო დუმის თავზე", - თქვა ზელენსკიმ.

მჯერა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კითხვაზე - რატომ არ შეიყვანეს უკრაინა რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში, პასუხისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი