COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ რეგიონებში იზრდება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები ოჯახის წევრები არიან. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 20 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ერთი გარდაცვლილია.

შედარებით მძიმე მდგომარეობაა ცხინვალში, სადაც ვირუსით ინიფიცრებულ 34 პაციენტს მკურნალობენ. მთავარი სანიტრის ანა გაგლოევას განცხადებით, ინფიცირებულებს შორის ორი მედიკოსია.  

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული ადამიანები გახდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი