"ფულის გათეთრების", "პიჯაკების", გიგი უგულავას საქმეები - საქალაქოში დღეს პოლიტიკური პროცესების დღეა  

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პროცესების მორიგი დღე საქალაქო სასამართლოში - საქმე გიგი უგულავას წინააღდეგ, ხაზარაძე-ჯაფარიძის და "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის პროცესები 3 საათზეა ჩანიშნული.

მანამდე კი კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც უკვე 6 წელია განიხილება. ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს დაცვის მხარის მოწმე - გიორგი კერვალიშვილი წარსდგება.

პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით განახლდება ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული ,,ლელოს" ლიდერების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის, ასევე ტვ პირველის დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

გიგი უგულავას საქმეზე კი დღეს "ნაცემი" ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი უნდა დაიკითხოს. იგი დაზარალებულად არის ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი