"მალავენ მზეთუნახავივით" - უგულავა მისივე "ნაცემ" ძიუდოისტზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ოპოზიციონერი გიგი უგულავას საქმის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე, სავარაუდოდ, ძიუდოისტი და საქმის მიხედვი დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილი უნდა დაიკითხოს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ "ნაცემი" ძიუდოისტი არც დღევანდელ პროცესზე გამოცხადდეს:

"ეს აბსურდის თეატრია, რომელსაც რატომღაც სასამართლო ჰქვია გრძელდება. მე არ ვიცი, მალავენ მზეთუნახავივით ბადრი-საბა გავაშელიშვილს, წინაზე სკაიპით უნდოდათ დაეკითხათ და სადღაც ბუჩქებიდან ჩართეს. ახლა წინასწარ არ გვეუბნებიან, იძახიან ვიღაც ექსპერტებს მოვიყვანთო, რისი ექსპერტები მოჰყავთ ისიც არ ვიცით. ეს სიგიჟე გრძელდება", - თქვა გიგი უგულავამ. 

მისივე თქმით, არ აქვს ილუზია, რომ სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს რამე შეიცვლება სასამართლო სისტემაში.

პროცესს ესწრება საქმის მეორე ფიგურანტი, ოპოზიციონერი გოკა გაბაშვილიც - "აეროპორტში თავდასხმა მოგვიწყვეს, ხალხი მოგვიგზავნეს, დებოში ატეხეს" - ამბობს ის

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი