"შეშინებული კლანის მოქმედება"- ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე .ე.წ ფულის გათეთრების საქმეს, რომლის განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დრეს უნდა განახლდეს.
ხაზარაძე-ჯაფარიძის, ასევე ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის საქმეს რომ სამართლებრივი საფუძველი არ აქვს საუბრობს ადვოკატიც.
ზვიად კორძაძე ამბობს, რომ წესით საქმე ბრალდებულების გამართლებით უნდა დამთავრდეს.
თავად მამუკა ხაზარაძე კი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და იმასაც ამბობს, რომ ე.წ. კლანისთვის აშშ-სი სანქციები მზადდება:
ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არ აქვს დანაშაულის ნიშნები, ეს არის შეშინებული ხელისუფლება და შეშინებული კლანის მოქმედება - ამბობს ხაზარაძე.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.