"მატენიან, რომ მე მაქვს მუშტი ბლაგვი საგანი"- უგულავას "ნაცემი" ძიუდოისტი სასამართლოზე არც დღეს მივიდა

გამოქვეყნდა:

"ნაცემი" ძიუდოისტი საქალაქო სასამართლოში არც დღეს მივიდა. ბადრი გავაშელიშვილს ჩვენება უნდა მიეცა როგორ სცემა მას გიგი უგულავამ აეროპორტში და როგორ მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.  

პროცესზე სხვადსხვა სპეციალიზაციის 3 ექსპერტი გამოკითხეს.

ერთმა დაადასტურა რომ ინციდენტის შემდეგ, გავაშელიშვილი არ იყო ნარკოთრობის ქვეშ, მეორემ თქვა, რომ გავაშელიშვილის მაისური დაზიანებული იყო, მაგრამ დღესვე გაირკვა, რომ პოლიციამ მაისური ინციდენტიდან მხოლოდ 1 კვირის შემდეგ გაგზავნა ექსპერტიზაზე, ხოლო მესამე სპეციალისტმა დაადასტურა დაზიანებები, რომელიც შესაძლოა ძიუდოისტს ბლაგვი საგნით ჰქონოდა მიყენებული.

ბლაგვ საგანში სავარაუდოდ უგულავას მუშტი იგულისხმება. 

დაცვის მხარემ ვერც დღეს მიიღო პასუხი რატომ არ წარადგინეს სასამართლოში  ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც წესით უნდა ჩანდეს, რა მოხდა 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი