იმერეთის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა და თბილისში იგივე პოსტი დაიკავა - "მთავარის" ექსკლუზივი

გამოქვეყნდა:

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. "მთავარის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

სულხან თამაზაშვილს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის უფროსის თანამდებობა 2018 წლის ოქტომბრიდან ეკავა, მანამდე კი ის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი