მკვლელობა პოლიციელის იარაღით - სასამართლომ დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ზესტაფონში, 30 წლის ვანო ბანცაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა.  

დაკავებულ პოლიციელს ბრალი იარაღის გადაცემაში ედება. რაც შეეხება დაკავებულ მამა-შვილს, მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ნივთმტკიცების განადგურებას ედავება. 

პოლიციელის უფლებადამცველმა სასამართლოს გირაოს სახით 10 000 ლარი შესთავაზა, თუმცა შუამდგომლობა მოსამართლე ქეთევან თხელიძემ არ დააკმაყოფილა.

სასამართლოზე პოლიციის თანამშრომელმა ლევან ზირაქაძემ განაცხადა, რომ იარაღი არავისთვის გადაუცია და მისი ბრალი მხოლოდ იმაშია, რომ ტაბელური იარაღი დაუდევრად შეინახა.

ადვოკატები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

მკვლელობა ზესტაფონში 30 ივნისს მოხდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი