ხან ბუჩქებში იმალება, ხან პროკურორის "იუბკას" ეფარება - უგულავა ძიუდოსიტის გამოჩენაზე

გამოქვეყნდა:

"იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე, ხან ერთ ბუჩქებში დაიმალება, ხან მეორე პროკურორის იუბკას ამოეფარება", - ასეთ განცხადებას აკეთებს გიგი უგულავა, მის მიერ "ნაცემ" ძიუდოსიტზე, რომელიც სასამართლო პროცესებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დადის, თუმცა ფეხბურთს თამაშობს. 

გიგი უგულავა, ასევე ამბობს, რომ პროკურატურა გავაშელიშვილს სასამართლოს უმალავს, რადგან ეშინია, რომ რამე არ წამოსცდეს:

"მართლა ძალიან კომიკური და აბსურდული საქმეა ეს, რომ არ გვქონდეს საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან. გავაშელიშვილი ჩვეულებრივი პაიკი და ნაძირალაა, მასთან რა საქმე უნდა გვქონდეს?! იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე, ხან ერთ ბუჩქებში დაიმალება, ხან მეორე პროკურორის იუბკას ამოეფარება. ჩვეულებრივი დეგრადირებული ნაძირალაა. პრობლემა სახელმწიფოშია, რომელსაც მართავს ადამიანი, ვისაც შეუძლია გამოიყენოს ადამიანები საცემად, მიუგდოს მერე ორი გროში, ისიც სახელმწიფოს ხარჯზე და მერე სისტემა, რომელიც ამას "აპრავებს" და ცინიკურად, შემდეგ ისევ აქეთ შენ გდებენ ბრალს. მოსამართლე, რომელიც "გააპრავებს" იზამს, რომ გარშემო 20 კამერაა, არ ამოიღებს არც ერთს და შემდეგ მთელი პროცესი იქნება მარჩიელობაზე, ისაა მოსყიდული და მონა, რომელსაც არ უნდა ეწყინოს, რომ მონას დაუძახებენ", - ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას "ნაცემ" ძიუდოისტს "მთავარმა არხმა" ფეხბურთის თამაშისას მიაგნო. ბადრი გავაშელიშვილი ამბობს, რომ გუშინდელ პროცესზე ექიმის რეკომენდაციით არ გამოცხადდა.  

გავაშელიშვილი უკვე ორი სხდომაა სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ მიდის.

ამავე თემაზე:

"მატენიან, რომ მე მაქვს მუშტი ბლაგვი საგანი"- უგულავას "ნაცემი" ძიუდოისტი სასამართლოზე არც დღეს მივიდა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი