შეთანხმებაში მოცემულია რეფორმისთვის საჭირო თანმიმდევრობა - დეგნანი მოსამართლეებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოსი ამერიკის ელჩი, კელი დგენანი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცეს ეხმაურება და "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ ახსენებს 19 აპრილის შეთანხმებას. დეგნანი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები მრავალპარტიული მსჯელობის საფუძველზე უნდა გადაიდგას და ხელისუფლებას ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"გავიმეორებ, რომ 19 აპრილის შეთანმხებაში ნათლად არის მოცემული ის თანმიმდევრობა რაც უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის რეფორმისთვის. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ინკლუზიური, მრავალპარტიული მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, განხილვისა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის შემდგომ იქნება შესაბამისი დრო უზენაეს სასამართლოში ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანიშვნების განსახორციელებლად. ყოველივე ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ნათლად არის მოცემული და გვსურს დავინახოთ რა სახის თანმიმდევრობას ექნება ადგილი", - თქვა კელი დეგნანმა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შეხვედრას, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით იმართება ყველა პარტია დაესწრება, განსაკუთრებით "ქართული ოცნება", რომელმაც წინა მსგავსი შეხვედრა გამოტოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი