დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეს "თბილისი პრაიდის" მეირ დაგეგმილი ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აქციის ორგანიზებაში ოპოზიცია, მათ შორის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

"ჩვენ ერში არასდროს არცერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადამიანები, არასდროს არ ჰქონიათ პრობლემა. მე მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ რაღაც გარკევული მარშების ჩატარება ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვიგებთ, როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი ეს სურვილები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო. [...] 

დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად მიმაჩნია რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, შსს მუდმივ კონტაქტზეა პრაიდის ორგანიზატორებთან და მათ განემარტათ, რომ ეს აქცია "გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს". პრემიერის თქმით, მარშის ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციები შესთავაზეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი