ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს შეეფარდა 3-დღიანი პატიმრობა

გამოქვეყნდა:

გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის კიდევ ერთ მონაწილეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული სოსო გერლიანია. 8 დაკავებულის სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს, მათგან კიდევ ერთს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მეორეს 2 300-ლარიანი ჯარიმა. ამავე თემაზე:

ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.

დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი