სპეცოპერაცია გორში - პოლიციამ "ტრუტის" ძმისშვილი დააკავა

გამოქვეყნდა:

შსს-მ გორში, რიკრიკაძეების ოჯახში სპეცოპერაცია ჩაატარა. 

დაკავებულია თაზო რიკრიკაძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი უკვე წარედგინა, აღკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

თაზო რიკრიკაძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია. ინციდენტი კი რა დროსაც მან პოლიციელი სცემა, 2018 წელს, რესტორან ნაჭარმაგევში მოხდა. 

დაკავებულს 7 დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული ზურაბ რიკრიკაძის, იგივე "ტრუტის" ძმისშვილია, რომელიც გორში 1 თვის წინ ჩაცხრილეს.

ამავე თემაზე:

"გორის კლანი" პოლიციაში, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს უკავშირდება - მოძალადე სისტემის მსახურები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი