მედიაზე განხორციელებულ უპრეცედენტო ძალადობას საერთაშორისო თანამეგობრობის ასევე უპრეცენდენტოდ ხისტი შეფასება მოყვა.
ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ღიად საუბრობენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და აკრიტიკებენ პრემიერს ჰომოფობიური ჯგუფების წახალისების გამო.
განსაკუთრებით ხისტი იყო თავის შეფასებებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
კრამერი ასევე აცხადებს რომ ასეთ ვითარებაში პრემიერი უნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს პარტნიორების მომდევნო სვლა სანქციები უნდა იყოს.
ამავე თემაზე:
ძალადობა ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებს, ეს უკუსვლაა საქართველოსთვის - აპატურაი