დღეს გიორგი რურუას სასამართლო გრძელდება - ადვოკატი მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმის სასამართლო განხილვა იწყება. დაცვის მხარე დღეს "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებს. პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმის დაკითხვა იგეგმება. ორი მათგანი გიორგი რურუას მანქანის ჩხრეკაში უშუალოდ მონაწილეობდა.

ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას მისი გათავისუფლების შესახებ. პრინციპში, არ არსებობდა არც აქამდე მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და უბრალოდ, იმედი გვაქვს, სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. შესაძლებელია გაგრძელდეს სასამართლო სხდომა მოწმეთა დაკითხვით. კერძოდ, ბრალდების მხარის სამი პირი არის გამოძახებული, აქედან ერთი არის პოლიციის თანამშრომელი, ხოლო ორი ექსპერტი, რომლებიც მონაწილეობდნენ გიორგის ავტომობილის ჩრეკაში, - აცხადებს ადვოკატ  დიმიტრი საძაგლიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი