სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ და პარალელური ბრალდებები პოლიციის მიერ, ძალის გადამეტებაში.
6 თვიანი ფარული გამოძიების შემდეგ, პოლიციის სამიზნე ქვეყნის 11 ქალაქში, ერთდროულად ათობით საცხოვრებელი სახლი გახდა.
დაკავებული არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირები.
მტკიცებულებები სამართალდამცველებს ბევრი აქვთ და 25-ვე დაკავებულს პატიმრობა ემუქრება, თუმცა ისმის ბრალდებებიც.
ერთ-ერთი დაპატიმრებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ძალოვნები შეურაცხმყოფელად იქცეოდნენ და ბრალდებულს ხელბორკილები მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით დაადეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: