აშშ ავღანეთში ომს 31 აგვისტოს დაასრულებს 

გამოქვეყნდა:

აშშ ავღანეთში სამხედრო მისიას 31 აგვისტოს დაასრულებს - განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბაიდენის თქმით, ავღანელი ლიდერები უნდა შეთანხმდნენ და მომავლისკენ გადადგან ნაბიჯები.

"მე არ გავაგზავნი ამერიკელების კიდევ ერთ თაობას ავღანეთის ომში" – თქვა ბაიდენმა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ ავღანეთში ომის დასრულება არ ნიშნავს, რომ მისია შესრულებულია. მისი თქმით, მისია შესრულებულია იმ კუთხით, რომ ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.

ამერიკული სამხედრო ძალები ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, უკვე 20 წელია მსახურობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი