ეუთო/ოდირი "ოცნების" ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია (ეუთო/ოდირი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აფასებს. 

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გარკვეული გაუმჯობესება იყო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დამატებითი რისკის ქვეშ დააყენა, - წერს ეუთო. 

მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არაჯეროვანი წარმართვისთვის, ეუთო/ოდირი სასამართლო სისტემასაც აკრიტიკებს.

მოსამართლეთა შერჩევის სანდო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემა ფუნდამენტია ყველა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. საქართველოში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აკლდა ცხადი სტანდარტი და სახელმძღვანელო წესები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ყველა კანდიდატის თანაბარ შესაძლებლობაზე, მიეღწია წარმატებისთვის, - აცხადებს ოდირის დირექტორი მატეო მეკაჩი.

ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს პარლამენტიც, რომელმაც, დოკუმენტის თანახმად, ვერ შეძლო ევროკავშირის მედიატორობით მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად.

მიუხედავად ამისა [19 აპრილის შეთანხმებისა], პარლამენტმა ვერ შეძლო შეექმნა ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს შეაჩერებინებდა. შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააგრძელა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, მოსმენა და შეფასება 2021 წლის გაზაფხულზე, - ნათქვამია დოკუმენტში.

ეუდო/ოდირი თავის ანგარიშში არაერთხელ მიუთითებს ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე და აღნიშნავს:

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით აიღო ვალდებულება, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, მან განსახილველად მაინც მიიღო უზენაესი მოსამართლეობის 9 კანდიდატი. 9 ივლისის მონაცემებით, პარლამენტი მათი დამტკიცების მიზნით ხმის მიცემის პროცედურისთვის ემზადებოდა, - ნათქვამია ანგარიშში.

ეუთო/ოდირის ანგარიში ინგლისურ ენაზე სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი