8 ივლისს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმეებს განიხილავს ბოლნისის რაიონული სასამართლო. მოსამართლე ამ წუთებში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და მათი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ე.წ. ქურდები წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის დახმარებას არ აპირებდნენ:
"დაცვისთვის გაუგებარია, რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი საქმეში, ცალსახად გეუბნებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების არცერთი ფარული აუდიოჩანაწერი არ არსებობს, სადაც ისინი ე.წ. კანონიერ ქუდებს ესაუბრებიან... ამ ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა პოლიციელებისა და ბრალდების მხარის მხრიდან, რომ რაღაც გაურკვეველი დანაშაულებები ეღიარებინათ და ნაცვლად ამისა, მათ არ წაუყენებდნენ ბრალს ქურდული სამყაროს წევრობაზე", - ამბობს რამდენიმე დაკავებულის ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი.
იხილეთ ასევე: