"რაც უფრო მალე გამოუშვებენ გიორგი რურუას, ეს იქნება "ოცნებისთვის" ძალიან კარგი" - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" დამფუძნებელმა გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა. მამუკა ხაზარაძის შეფასებით, გიორგი რურუას საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდულია და მის გათავისუფლებასთან  დაკავშირებით მმართველი გუნდის გაჯიუტება მხოლოდ და მხოლოდ მათ საზიანოდ იმოქმედებს. 

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება კიდევ ერთ  შეცდომას უშვებს იმიტომ, რომ აღკვეთის ღონისძიება, რომელიც არის რურუას ,მიმართ აბსურდამდეა მიყვანილი, იმიტომ, რომ ტელევიზიითაც რაც ვნახეთ ჩვენ, როგორ ჩატარდა ეს ოპერაცია და როგორ გაასამართლეს, უკვე იქ ნათლად არის ნაჩვენები ის ხარვეზები, რომელიც ასევე დაშვებული იყო უგულავას მიმართ. ამიტომ, მე ვფიქრომ, რომ ეს გაჯიუტება, რომ "ჩვენ ამას არ გამოვუშვებთ", რაღაც ეს თამაში, რომ "ცოტა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ხელისუფლება ვართ", ეს მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს.

ახლა უფრო გულშემატკივრის პოზიციაში გადავდივარ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ნორმალურ  სიტუაციაში გადავიყვანოთ პროცესები, ყველას ეს უნდა, ამიტომ რაც უფრო მალე გამოუშვებენ და შეუცვლიან ამ აღკვეთის ღონისძიებას, თუნდაც სახლში გაუშვებენ და ყველას კონცენტრაცია გადავა კანონის მიღებაზე, ეს იქნება პირველ რიგში, "ოცნებისთვის" ძალიან კარგი, - განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი