ლაშქარავას დაღუპვა და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა უნდა გამოიძიონ - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ 5 ივლისს პოლიციის უმოქმედობის ფონზე რადიკალი ძალადობრივი დაჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება დამოუკიდებლად უნდა გამოიძიონ.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ პროგრესს ხელს უშლიან. 

"მწუხარებით შევიტყვეთ მედიის ერთ-ერთი დაშავებული თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. მისი დაღუპვა და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულიად დამოუკიდებლად უნდა გამოიძიონ. მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება და არ წამოეგონ პროვოკაციებზე. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პატივი სცენ ევროპულ ღირებულებებს. მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ევროპული ფასეულობებია და ისინი დაცული და გარანტირებული უნდა იყოს... 

საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც მის განვითარებასა და წარმატებას ან მარცხს განსაზღვრავს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველების უმრავლესობამ ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებიც მოქმედებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ ის. 

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი მიზანში იყო ამოღებული და სცემეს თბილისში ღირსების მარშის მოწინააღმდეგე აქციაზე, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი