ძალადობაზე ყველა პასუხისმგებელი უნდა გასამართლდეს, საქართველო უნდა გამოსწორდეს - რიში

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე ეხმაურება. ჯიმ რიში წერს, რომ ყველა, ვინც 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელია კანონის სრული დაცვით უნდა გასამართლდეს. 

"საქართველოში ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა დასაგმობია. მე ვლოცულობ ბატონი ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე, კანონის სრული დაცვით უნდა გასამართლდეს. კანონის უზენაესობა იცავს მშვიდობიან პროტესტს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველო უნდა გამოსწორდეს" - წერს ამერიკელი სენატორი.

მესამე დღეა საზოგადოების ნაწილი და მედიის წარმომადგენლები პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებას ითხოვს. 11 ივლისს ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები 5 ივლისის აქციაზე მას სასტიკად გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი