კვირას, 18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მივა. გომელაური დეპუტატების შეკითხვებს რიგგარეშე სესიის ფარგლებში უპასუხებს.
არსებული ინფორმაციით, შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, "პრაიდ კვირეულის" ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, პარლამენტში გომელაურის მისვლას რამდენიმე ოპოზიციური პარტია ითხოვდა. მათ კითხვები "ღირსების მარშის" ჩატარებასთან დაკავშირებით ჰქონდათ და აინტერესებდათ როგორ დაიცავდა უწყება მოქალაქეების, ლგბტ + თემისა და აქტივისტების უფლებებს.
მაშინ გომელაური პარლამენტში არ მისულა.
ცნობისთვის, 5-6 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების გამო არაერთი თავდასხმა მოხდა. დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, სცადეს "სირცხვილიას" ოფისის დარბევა, შეიჭრნენ "თბილისი პრაიდის" ოფისში.