დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მოძალადეების წინააღმდეგ - ენმ პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

ენმ გენპროკურატურას მიმართავს და დაუყოვნებლივ დაისაჯონ ის ადამიანები ვინც 5 ივლისს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს. ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მხოლოდ ჩხრეკა საკმარისი არაა და ეს ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. დეკანოიძე გვარებსაც ასახელებს და ამბობს, რომ შოთაძის უწყებას გადასცა მტკიცებულებები, სადაც კარგად ჩანს, როგორ ახალისებენ ეს ადამიანები 5 ივლისს ძალადობას:

მოვითხოვ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა მოწოდებებმა და ორგანიზებულმა ძალადობამ გამოიწვია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, კონსტანტინე მორგოშია, ზურა მხარაძე, გურამ ფალავანდიშვილი, შოთა მარტინენკო, ღიად ძალადობისკენ მოუწოდებდნენ ძალადობრივ ჯგუფს და აორგანიზებდნენ ძალადობას.

შეგახსენებთ, ძალადობრივი დაჯგუფებების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან ჩხრეკა ჩატარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი