„სასტიკი, ცინოკოსი“ - მარიანა ჩოლოიანის მიერ ჩვენებების იძულების წესით მოპოვებაზე დაზარალებულები „მთავართან“ საუბრობენ

გამოქვეყნდა:

მარიანა ჩოლოიანის დაკითხვების სასტიკ მეთოდებზე სხვა დაზარალებულებიც საუბრობენ. პროფესორი, მაია რაჭველიშვილი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველმა მაშინ მტკიცებულებები გააყალბა და არარსებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ახალგაზრდა ციხეში გაუშვა.

პროფესორის თქმით, გიორგი ტოროშელიძე უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი იყო, საკნიდან აბარებდა და ციხეში შესულ პროფესორებს მარიანა ჩოლოიანის განსაკუთრებულ სისასტიკეზე უყვებოდა.

მარიანა ჩოლოიანის მიერ პატიმრების წამების და ჩვენებების იძულების წესით მოპოვების ამბავი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაშიც მოხვდა. „ნიკა გოგუაძე საქართველოს წინააღდეგ“ საქმეზე ვერდიქტი სტრასბურგმა 2019 წლის 27 ივნისს გამოიტანა. სტრასბურგმა დაადგინა, რომ გოგუაძე დაკავებისას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

გოგუაძე დღეს ამტკიცებს, რომ მთავარი მოქმედი გმირი მის საქმეშიც მარიანა ჩოლოიანი იყო, გამომძიებელი, რომელიც ჩვენების მოპოვებას ძალადობით ცდილობდა. 

ნიკა გოგუაძე, რომელიც ჩოლიანის წამების მსხვერპლი იყო, მოძალადეების დასჯას ითხოვდა, თუმცა მაშინ მთავარმა პროკურორმა უთხრა, რომ ყველას პასუხს ვერ მოთხოვდნენ, რადგან სისტემა ჩამოიშლებოდა. 

სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის არსებობის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრმა ჩოლოიანი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. დღეს „ქართულ ოცნებაში“ აღიარებენ, რომ ჩოლიანის სისტემაში დარჩენა შეცდომა იყო.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ძალადობაში ბრალდებული ყველა სამართალდამცველი მათ შორის მარიანა ჩოლოიანი თანამდებობიდან მხილების შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ. ევროსასამართლოს დასკვნა გახარიას მინისტრობის დროს გადმოიგზავნა.

პარლამენტის წევრებმა დღეს თქვეს, რომ 15 წლის ლუკას საქმე საპარლამენტო კონტროლზე აჰყავთ, თუმცა ასეთ კონტროლზე აყვანილი და მივიწყებული საქმე „ოცნების“ დეპუტატების ანგარიშზე ბევრია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი