ზელენსკის ვიზიტი და უკრაინელი მეზღვაურების განაჩენი - 3 დღე სამიტამდე

გამოქვეყნდა:

უკრაინელ მეზღვაურებთან ერთად, სასამართლომ 14 ივლისს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მიხეილ ბატურინსაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილ წევრს, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა - უკრაინელ პატიმრებთან პენიტენციური სამსახური მივიდა და მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენიდან მეორე დღესვე შეწყალება შესთავაზა, თუმცა იგივე არ შეუთავაზებიათ მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრისთვის. 

საქართველოს  წყლებში თავისუფალი გავლის რეჟიმში მცურავი ხომალდი მესაზღვრეებმა სწორედ მას შემდეგ გააჩერეს, რაც მგზავრების გადამოწმებისას შეიტყვეს, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო დაცვის ყოფილი თანამშრომელი იყო.

ღია ზღვაში გაჩერებულ კატარღაზე ქართველი სამართალდამცველები 8 საათი სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ, ბოლოს კი ყოველი შემთხვევისთვის ხომალდის ეკიპაჟი გამოგონილი ბრალით დააპატიმრეს. ბატურინის ოჯახისთვის გაუგებარია რატომ სთავაზობენ შეწყალებას ხომალდის ეკიპაჟს, რომელიც ბორტს მართავდა, ხოლო იმ მგზავრს, რომელიც გადაადგილებაზე პასუხს არ აგებდა - სამაგალითოდ სჯიან. 

19 ივლისის სამიტამდე სულ 3 დღეა - შესაბამისად  ჩიხიდან გამოსავლის საპოვნელად ხელისუფლებას დრო თითქმის აღარ აქვს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი