თურქეთი, ბრიტანეთი, კვიპროსი და საქართველო ისრაელმა იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის მასშტაბით, კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.
გარდა ამისა, პარასკევიდან ისრაელი საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს ესპანეთთან და ყირგიზეთთან.