პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 1 პირი დააკავა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულია 1978 წელს დაბადებული მ.დ. 

გამოძიებით დადგინდა რომ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი -1978 წელს დაბადებული კ.მ.- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა მ.დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მომხდარზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაჭრა ვარკეთილში გვიან ღამით მოხდა. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი