ირაკლი ღარიბაშვილი მედიის კრიტიკულ კითხვებს დღე უკვე მეორედ გაექცა. ღარიბაშვილმა არც ამჯერად უპასუხა კრიტიკული მედიის კითხვას, როდის აპრიებს გადადგეს და როდის აპირებს აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
შეგახსენებთ, რომ იგივე ღარიბაშვილმა დილით, ბათუმში ჩასვლის დროსაც გააკეთა. მაშინ პრემიერმა ჟურნალისტებს მხოლოდ ხელი დაუქნია.
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ კრიტიკული მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ითხოვს ირაკლი ღარიბაშვილი გადადგეს, სახელმწიფომ კი ყველა მოძალადე, მათ შორის ამ ძალადობის ორგანიზატორები დასაჯოს.
ამ დრომდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5-6 ივლისის მოვლენებზე არცერთ მაღალჩინოსანს არ აუღია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლექსო ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა და ბოლომდე ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აზრით, რომ სიკვდილის მიზეზთან ის დაზიანებები არაფერ შუაშია, რაც ლაშქარავამ 5 ივლისს მიიღო.