ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად და ინტენსიურად მოიმატებს, შესაძლოა საწლოფონდის კუთხით პრობლემები შეიქმნას.
"დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ჩვენ გვაქვს დაახლებით 2 000-მდე შემთხვევა, 18 ათასი აქტიური შემთხვევაა მიმდინარე პერიოდში და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს. თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას", - ამბობს თამარ გაბუნია.
მისივე ინფორმაციით, ზუსტად თბილისსა და ყველა რეგონში 5 745 საწოლია მობილიზებული, მეტი დატვირთვა თბილისსა და დიდ ქალაქებზე - ქუთაისზე, ბათუმზე მოდის.
გაბუნიამ ასევე, აღნიშნა, რომ გასულ პერიოდში მთავრობა სასტუმროების საწოლფონდს იყენებდა, ამ ეტაპზე ტურისტული სეზონიდან გამომდინარე კი სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივაა მობილიზებული.