ხელისუფლებამ არ წაახალისოს მედიაზე თავდასხმა - ქარტია კალაძის განცხადებას გმობს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" თბილისის მერის, კახი კალაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც "ოცნების" ლიდერმა მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. ქარტია ამ განცხადებას გმობს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე.

"ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა  და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე",- ნათქვამია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცახდებაში. 

ქარტია აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მათივე განცხადებით, ეს უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

ქარტია აღნიშნავს, რომ სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

ცნობისთვის, კალაძემ გუშინ 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლები ბოროტებაა, რაშიც მედია დაადანაშაულა. ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი