რუსეთში კოვიდინფირებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკას, სავარაუდოდ 5-ჯერ აღემატება. ინფორმაციას დამოუკიდებელი ჟურნალისტები ავრცელებენ და კრემლს სიცრუეში ადანაშაულებენ.
"მედიაზონას", "ხოლოდ"-ისა და "მედუზას" ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრში 30 მილიონი პაციენტია რეგისტრირებული, მაშინ როდესაც ოპერატიულ შტაბს მხოლოდ 6 მილიონი ინფიცირებული ჰყავს აღრიცხვაზე აყვანილი.
მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული მონაცემებით გამოდის, რომ მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებლით, რუსეთი პირველ ადგილზეა.
კრემლის ოფიციალური მონაცემების დამალვაში არაერთხელ დაადანაშაულეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.