იურისტი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალსტისთვის მიკროფონის წართმევას ეხმაურება.
მშვენიერაძე იმ დანაშაულებზე საუბრობს, რომელსაც მინისტრ წულუკიანის ქმედებები შეიცავს.
"ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა, ერთი მხრივ არის მის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ხოლო მეორე მხრივ ძარცვა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ, რადგან მთავრობის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პროკურატურის ქვემდებარეა. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia - რომ არ დაიბნეთ, თეა წულუკიანის მიერ დღეს ჩადენილ დანაშაულზე გწერთ",- წერს გიორგი მშვენიერაძე.